|
2021-12-01 13:26:07, 755 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია – კარგია, ბოლო 2 დღის განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ეს იმედის მომცემია
კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპის ზრდა იმედის მომცემია. მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა. „კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედის მომცემია. რამ გამოიწვია ასეთი სტიმულაცია, ყველაზე მეტად თვალსაჩინო რა თქმა უნდა, გახლავთ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის გააქტიურება და როგორც ჩანს, ამაზე კარგი, დადებითი შედეგი იქონია ფინანსური წახალისების იმ სქემამ, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ 7 ნოემბერს 156 პირი აიცრა 60 წლის ზემოთ, 8 ნოემბერს ამ ასაკობრივი კატეგორიის პირების აცრამ 1000-სს გადააჭარბა და 3-4 ათასი იცრება ყოველდღე. პირველი აცრა არის მომატებული, რაც ძალიან კარგია. „ბუსტერ“ დოზებზე არ არის დღეს მაღალი აქტივობა, რადგან ამ 6-თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში მოსალოდნელია დეკემბრის ბოლოსკენ. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ეს ჯგუფი იმდენი, რომ აცრის მატება გამოიწვიოს. აცრის მატება შესაძლოა, უკავშირდება ასევე, „მწვანე საშვის“ ამოქმედებასაც“, - განაცხადა გაბუნიამ
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)