|
2021-11-30 16:16:36, 950 ნახვა
საზოგადოება
ღვინის მწარმოებლები – სახელმწიფოს თანადგომა ლოჯისტიკურ საკითხებში მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ყველაფერს შევძლებთ
ქართული ღვინის მარნების მფლობელებს ჯერ უჭირთ, ლოჯისტიკის გამართვა, თუმცა შორს არაა დრო, როცა ლოჯისტიკას, ჩვენი ძალებით მოვაწესრიგებთ და სახელმწიფოს ჩართულობა საჭირო არ გახდება. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ნატურალური ღვინოების წარმოების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა მღვდლიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირე მარნები და ღვინის საწარმოები, რომლებმაც ბიზნესი ახლახანს დაიწყეს, არ არიან მზად, ლოგისტიკური პრობლემების მოსაგვარებლად და ამ საქმეში, სახელმწიფოს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. "არ ვარ მომხრე სახელმწიფოზე ვიყოთ ჩამოკიდებული და ვითხოვდეთ სახელმწიფომ უფასოდ რამე გაგვიკეთოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრ ღვინის მარანს, ან იმ საწაროებს ვინც ღვინის წაროება ცოტახნის წინ დაიწყეს, ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება უჭირთ, ამიტომ ასეთ დროს სახელმწიფოს თანადგომა მნიშვნელოვანია. ლოჯისტიკური საკითხები, ტრანსპორტირება, სინჯების აღება და ასე შემდეგ, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც მცირე წარმოებები ვერ გაუძლებენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევროპის და ამერიკის კონტინენტზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია იზრდება და ლოგიტიკური პრობლემების გადაწყეტამდეც დამოუკიდებლად მივალთ" - აღნიშნა ზურა მღვდლიაშვილმა. "ბაიას ღვინოს" მწარმოებელი ბაია აბულაძე "ექპსრესნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ Raw wine Berlin -ს მსგავს გამოფენებში თავისი კომპანიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი. მწარმოებლის თქმით, მსგავსი გამოფენები არაა, მასიური გაყიდვისთვის, მაგრამ გადამწყვეტი როლი შეაქვს პრესტიჟულ რესტორნებში და სასტუმროებში ღვინის შეტანის კუთხით. "ღვინის სააგენტოს ჩართულობა ლოჯისტიკის საკითხებში მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის გამოფენების დროს, ხდება ქვეყნის და ღვინის პოპულარიზაცია. Raw wine Berlin არაა განკუთვნილი მასიური გაყიდვისთვის, საკმარისია მწარმოებელმა ჩაიტანოს ორი სამი ბოთლი ღვინო, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული სომელიეები აგემოვნებენ და შესაბამის რეკომენდაციებს გაცემენ. ჩვენ წელს სტენდზე წარმოვადგინეთ 12 ბოთლი ღვინო. უკვე მოლაპარაკებები გვაქვს ბერლინის რამდენიმე რესტორანთან ღვინის შეტანის საკითხზე. - აცხადებს ბაია აბულაძე. მწარმოებელი ამბობს, რომ ლოჯისტიკური საკითხები მცირე წაროებისთვის ძვირი ხარჯია, თუმცა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდის შედეგად, მწარმოებლები ასეთ მნიშვნელოვან გამოფებენზე ღვინის წარდგენას თავადაც შეძლებენ. ფოტო - "ბაიას ღვინო" Raw wine Berlin - 2021 გამოფენაზე
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)