|
2021-11-30 14:45:33, 699 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანულ გამოცემებში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს წამყვანი ბრიტანული გამოცემების ჟურნალისტები სტუმრობენ. Daily Mail-ის, The Travel Magazine-ის, Trip Reporter-ისა და The Cultural Voyager-ის ჟურნალისტები აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა ძველი ბათუმი, ბულვარი და ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ნობელებისა და ხარიტონ ახლვედიანის მუზეუმები, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრასა და გონიოს ციხეები, ქედის ტურისტული პროდუქტები მოინახულეს და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შემდეგ ჟურნალისტები ქუთაისსა და თბილისს სტუმრობდნენ. რეიტინგულ ბრიტანულ გამოცემებში აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამჯერად, ბათუმი და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტები ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა Daily Mail, The Travel Magazine და სხვა ბრიტანული გამოცემები. აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ 10-მდე სტატია გამოქვეყნდება ბრიტანულ გამოცემებში, რომელთაც მილიონობით მკითხველი ჰყავთ. ამით კიდევ ერთხელ ვახსენებთ თავს ჩვენს პოტენციურ ტურისტებს, რომ აღმოაჩინონ აჭარა, საქართველო და მიუხედავად პანდემიისა იმოგზაურონ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)