|
2021-11-29 14:07:27, 650 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უწყების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მინისტრმა საკუთარი გამოსვლა მადლობით დაიწყო და აღნიშნა, რომ ექიმების როლი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულია. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა. 2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და 9 რეანიმობილი შეემატა. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50%-ის ოდენობის დანამატი გაიცემა. მიმდინარე წელს დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა- რეაბილიტაცია და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის მოწყობილობით აღიჭურვა, რაც დისტანციური კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის. შეიქმნა COVID საწოლების საინფორმაციო პორტალი, სადაც მიმდინარე რეჟიმში კლინიკები მონაცემების განახლებას ახორციელებენ. აღნიშნულმა შესაძლებელი გახადა თავისუფალი საწოლფონდის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება, რამაც გამოძახებების დროულად შესრულება განაპირობა და მოლოდინის რეჟიმი შეამცირა. გარდა ამისა, სოფლის ექიმებისთვის შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად უტარდებათ ტრენინგები. ექიმებს შეუძლიათ მიიღონ განახლებული ინფორმაცია სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე. შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა. კერძოდ, 2022 წელს დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი. აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება. დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება. გაგრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველწლიურად 60-80 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის განახლებას გეგმავს. 2022 წლიდან დაგეგმილია სამედიცინო მოტოციკლეტების შემოყვანა, რომლის საშუალებითაც მოტოპარამედიკოსები დაიწყებენ გადაადგილებას და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ. 2022 წელს ცენტრი დაიწყებს ჟანგბადის გამომმუშავებელი პორტატული გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას. სისტემა ცენტრს ჟანგბადის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებაში დაეხმარება და ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური პროცესების გამარტივებას. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე კალანდიამ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის განახლებული ევროსტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი და სასწრაფო დახმარების მანქანაში არსებული უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერებინა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)