08:00 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 16:35:47, 1185 ნახვა

საზოგადოება
ელენე ხოშტარია, რომელიც 17–დღიანი შიმშილობის შემდეგ „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა, კლინიკიდან დღეს გაწერეს

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 17–დღიანი შიმშილობის შემდეგ „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა, კლინიკიდან დღეს გაწერეს.

აღნიშნულის შესახებ ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშNა, რომ საქმიანობას ერთ კვირაში დაუბრუნდება.

მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახო კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა“, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics