|
2021-11-25 13:53:53, 578 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ბოლო 2 წლის განმავლობაში C ჰეპატიტთან მიმართებაში უპრეცედენტო პროგრესი იყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. ანგარიშის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, გადამდები დაავადებებით განპირობებული ავადობის, შეზღუდული შესაძლებლობების და სიკვდილიანობის შემცირება, ლაბორატორიის საქმიანობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების კიდევ უფრო განვითარება იყო. ამასთან, განიხილეს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ვაქცინაციის პროცესი, გაფართოებული ტესტირების შესაძლებლობები და ადამიანური რესურსების გადამზადება. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელობით ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა. „ჯანდაცვის საკითხების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჩვენ ხალხის სამსახურში ვართ და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ თუ რა გავაკეთეთ. პრეზენტაცია საკმაოდ ვრცელი და საინტერესო იყო. ბოლო 2 წლის განმავლობაში C ჰეპატიტთან მიმართებაში უპრეცედენტო პროგრესი იყო. მადლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას , რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული. საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პანდემიასთან მიმართებაში ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხა. მადლობა ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის მანძილზე ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებიან. ყველაზე წარმატებული რეფორმა უსაფრთხო სისხლი იქნება, რომელიც საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და 2025 წლისთვის ჩვენ ახალი მოდელი გვექნება“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შემუშავებულ და განხორციელებულ რეაგირებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს. ცენტრის მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნისა და დროული რეაგირების გზით.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)