|
2021-11-25 10:21:29, 635 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ბევრი ახალი ინიციატივა გვექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
„ჩვენ დღეს, ხვალაც და ზეგაც გვექნება ახალი რეფორმები და ახალი ინიციატივები; ზუსტად ამიტომ, გასულ წელს, „ქართული ოცნებას“ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა. პროგრესი, რომელიც დაწყებულია, უნდა გაგრძელდეს. ბევრი ახალი ინიციატივა გვექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების საპასუხოდ, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის განვითარებისათვის”, - განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვა - ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობის მიღების საშუალება არ ჰქონდათ, შეექმნათ სოციალური გარანტიები ჯანდაცვის კუთხით. „დამუშავებული მიწები, ათვისებული ახალი ფართობები, გასარწყავიანებული სავარგულები, შემცირებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, გაზრდილი ექსპორტი, ეს ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა და მცირერიცხოვანი ჩამონათვალია იმ მიღწეული შედეგების, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ბოლო პერიოდში ქვეყანაში სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, ვიცეპრემიერის განმარტებით, აღნიშნულის ძირითადი მიზეზი პანდემია იყო. „პანდემიისგან გამოწვეული სიდუხჭირე არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. სამწუხაროდ, პანდემია გლობალური მოცემულობაა, რამაც ბევრ ქვეყანაში შექმნა გამოწვევები ეკონომიკური და სოციალური კუთხით. პანდემიის პერიოდში მოხდა ინტერვენციები, რაც გულისხმობდა გარკვეულ კომპენსაციებს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, სამუშაო ადგილები; შესაბამისად, გაიზარდა მომართვიანობა, გაიზარდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. თუმცა, ჩვენ მალევე დავიწყეთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. 2021 წელი გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით, და ეს არ არის მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს გვქონდა კლება; ჩვენ გავასწარით 2019 წლის ზრდის მონაცემებსაც; ეკონომიკაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ველოდებით წლის ბოლოსთვის, იქნება ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პირდაპირი და ობიექტური საზომი”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)