02:08 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-22 16:00:20, 541 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს ყველა გამგეობა საერთო სტანდარტით გამოაცხადებს

საახალწლო ნობათების შესყიდვასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ყველა რაიონის გამგეობა ერთი და იმავე წესით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამგეობების ნაწილს შესყიდვა პროდუქტების ძველი ჩამონათვალით ჰქონდა გამოცხადებული, რაც არასწორია.

„ტენდერი არ გაუქმებულა, აწი გამოცხადდება. რამდენიმე გამგეობას ჰქონდა გამოცხადებული, თუ არ ვცდები, რაც არასწორი იყო, რადგან ძველი მენიუთი, ძველი შემადგენლობით იყო გაკეთებული. ის ახალი მიდგომები, რაც არის ჩვენი მხრიდან, ყველა გამგეობაზე ერთნაირად გავრცელდება. შესაბამისად, იმ კონკრეტულ გამგეობებს, რომელთაც ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, მოუწევთ, თავიდან ჩაატარონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კითხვაზე - არის თუ არა ტენდერის გაუქმების მიზეზი პროდუქტების ჩამონათვალის გაზრდა, თბილისის მერი პასუხობს, რომ ყველა გამგეობამ ერთი და იმავე წესით უნდა იხელმძღვანელოს.

„არამარტო ეს მიზეზია. არ შეიძლება გამგეობების ნაწილი სხვა შემადგენლობით ახორციელებდეს შესყიდვას და ნაწილი სხვა შემადგენლობით. ეს არასწორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics