|
2021-11-22 15:34:06, 896 ნახვა
საზოგადოება
18 წელი ვარდების რევოლუციიდან - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა
ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, მორიგი საპროტესტო მსვლელობა ისტორიული მოვლენის შეფასებისთვის მზადება დაწყებულია. სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვით თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ღონისძებას აორგანიზებენ და სოციალურ ქსელში ავცრელებენ. აქტივისტები ყველას მოუწოდებენ მიიღონ მონაწილეობა აქციაში, გამოხატონ პოზიცია და შეაფასონ ისტორიული მოვლენა, რომლმაც შეცვალა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება და საქართველო მსოფლიო რუკის ერთერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ აქცია. ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, მისი ადგილი კი დროებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)