|
2021-11-21 21:10:35, 867 ნახვა
საზოგადოება
ექიმი ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია
სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, ელენე გიორგაძემ და ინეზა სულამანიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა და სააკაშვილის მდგომარეობას აკვირდებოდა. „ადამიანი როდესაც წყვეტს შიმშილობას, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკულად. მერე ორი დღე არის საყურადღებო. დღეს მეორე დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. მთელი დღე აქ ვიყავი. ეს დღე გავიარეთ მშვიდად. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ ჰქონდა წნევები. დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. დღეს აქ არის მისი პირადი ექიმი, რომელსაც გაცილებით მეტი უფლება აქვს ინფორმაციის გაცემის. ექიმებს, რომლებიც ვმონაწილეობთ მის მკურნალობაში, არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაწვრილებით მის ანალიზებზე. ამის უფლება აქვს მხოლოდ პირად ექიმს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)