|
2021-11-21 16:15:50, 944 ნახვა
საზოგადოება
ელენე ხოშტარია - ვაგრძელებ მკურნალობას, ერთი კვირა მომიწევს კლინიკაში ყოფნა
„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც საქართელოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე შიმშილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომაროებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ხოშტარია Facebook-ზე წერს, მკურნალობას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ აგრძელებს და პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. „მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა. ბოდიში შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ ძირითადად მძინავს.“ - წერს ხოშტარია. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 19 ნოემბერს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)