|
2021-11-19 04:04:22, 774 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძე სააკაშვილზე- თავის ტვინის დიაგნოსტიკას ვერ ვაკეთებთ, ტომოგრაფი აქ არ არსებობს
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. ჩვენ ველოდებოდით გასტროენტერლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რომ გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არ არის სისხლდენა. მაგრამ, ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა MRT-ს გაკეთება. MRT-ს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც მე უარი ვუთხარი, რა საკვირელია, ავადმყოფს ველაპარაკე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზედმეტი დასხივებაა. სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აქ არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის შესახებ ვერ ვაკეთებთ". - ამბობს ყიფშიძე. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)