00:56 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 13:33:42, 433 ნახვა

საზოგადოება
ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა

სოლოლაკში,  ამაღლების  ქ. N3-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალურად გამაგრება დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.

პროექტის მიხედვით, შენობის ფასადი აღდგა, საძირკველი და კედლები გამაგრდა. ასევე, ლითონის ელემენტებით ფანჯრები მოეწყო. კარის ღიობები მოჩარჩოვდა, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისვა, ბზარები დამუშავდა და სპეციალური მასალით შეივსო. გარდა ამისა, სეისმური სარტყელი მოეწყო. ეზოში განახლდა შიდა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის გამარჯვებული კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე და გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება, რომლის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ვინარჩუნებთ ისტორიული სახლების იერსახეს. მთაწმინდის რაიონში ბევრ საცხოვრებელ სახლს აქვს მსგავსი პრობლემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ მიმართულებით დავეხმაროთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ამაჟამად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 18 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ,  მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 000 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics