|
2021-11-18 13:08:05, 663 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის ექსპერტი აცხადებს, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევების რაოდენობა პიკს მიაღწევს
დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას მიღებული აქვს ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. ამასთან პროფესორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფინანსური წახალისებისა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა უცვლელი რჩება. „პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. იმიტომ რომ, ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ მოლოდინად რჩება. ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად 60 წელს გადაცილებულთა ფინანსური დაინტერესების და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების მიუხედავად, ჯერ უცვლელი რჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ამ ორ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი არის ის თვეები, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, რაც ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით და შეძლება ითქვას კოვიდინფიცირების მაჩვენებლის მიხედვით ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთულია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)