|
2021-11-17 13:32:12, 547 ნახვა
საზოგადოება
საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და კომპანია კერნელს შორის გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა კერნელმა 525 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. - ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კერნელი ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში. კერნელის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილობა, რომლის არქიტექტურაც კერნელის გუნდს საშუალებას აძლევს დამატებითი (დროითი და ფინანსური) დანახარჯის გარეშე პროდუქტი მოარგოს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო მოთხოვნებსა და რეგულაციებს. კერნელი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა, 2020 წლის დასაწყისში სტარტაპმა მოიპოვა GITA - ს 100 000 ლარიანი გრანტი, რომელმაც კომპანიის გუნდს საშუალება მისცა განევითარებინა პირველი პროდუქტი და მოეზიდა პირველი მომხმარბელები. კერნელი 500 Startups Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა, რამაც საშუალება მისცა კომპანიას გადასულიყო განვითარების ახალ ეტაპზე. კერნელის ინვესტორები არიან Digital Area (500 Startups-ის ფარგლებში), საინვესტიციო კომპანია „რევაპ გრუპი“ და საერთაშორისო კერძო ინვესტორი. მიღებული გრანტი მოხმარდება ფილიპინურ ბაზარზე ზრდის ტემპის აჩქარებას და ინდოეთის ბაზარზე შესვლას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)