|
2021-11-16 18:21:51, 668 ნახვა
საზოგადოება
ბექა ძამაშვილი სტრასბურგის განცხადებაზე - არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის, დასტურდება იუსტიციის სამინისტროს განმარტებები
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა დღეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული პრესრელიზი არანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ინტერპრეტაციებისთვის და ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში განმარტავდა იუსტიციის სამინისტრო. ბექა ძამაშვილის თქმით, პრესრელიზი გამოქვეყნებულია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მესამე პირისთვის. „დღეს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა პრესრელიზი მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით, რომელზეც მან გადაწყვეტილება მიიღო 10 ნოემბერს. ამ რელიზიდან, ფაქტობრივად, დასტურდება ის, რასაც იუსტიციის სამინისტრო მთელი ამ დღეების განმავლობაში ამბობდა და განმარტავდა. კერძოდ, პრესრელიზიდანაც ძალიან მკაფიოდ იკითხება იგივე, რაც მოწერილ წერილში იყო ხაზგასმული, რომ მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა იყო მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ამისგან განსხვავებით ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, თავად მომჩივანს მოუწოდოს დაჟინებით, რომ შეწყვიტოს შიმშილობა; ხოლო რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ორი კვირის ვადაში, 24 ნოემბრამდე, უნდა მივაწოდოთ ევროპულ სასამართლოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების შესახებ. შესაბამისად, ის, რაც მხარეებისთვის იყო ცნობილი და წერილობით გვეცნობა, ახლა უკვე ნებისმიერი მესამე პირისათვის არის ხელმისაწვდომი, განთავსებულია ვეროპული სასამართლოს ვებგვერდზე და ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს ტოვებს, თუ რაიმე სივრცე იყო დატოვებული ამ საკითხის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციისთვის", – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)