|
2021-11-16 13:34:33, 599 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60 წლის პირთა წახალსიებამ ვაქციანციის მაჩვენებელი გაზარდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60- წლის პირთა წახალსიებამ ვაქციანციის მაჩვენებელი გაზარდა. მისი თქმით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში აქტიურად მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი. "8 ნოემბრიდან ამოქმედდა, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60- წლის პირთა წახალსიების სქემა ამან გარკვეულწილად მისცა სტიმული ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქციანციის პროგრამის გაფართოებას. აცრილთა შორის 28% -დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და ვაქციანციის მაჩვენებელი გუშინ 8000-ს აჭარბებს, რაც იმედის მომეცემია და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი, ამასთან მიმდინარეობს ბუსტერ დოზების გამოყენება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. მაჩვენებელი მაღალია 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, რაც შეება 12-დან 15- წლის აასაკის ბავშვების ვაქცინაციას 43 დოზის ადმისტრირება მოხდა აქამდე სულ, 16-დან 18 წლამდე აცრიალია 11 000 -ზე მეტი მოზარდი." - განაცხადა გაბუნიამ. როგორც ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილებ ბრიფინგზე აღნიშნა, კლინიკური ჯგუფი ახალი მედიკამენტების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. "აქტიურად მუშაობს კლინიკური ჯგუფი ახალი მედიკამენტების დანერგვაზე, მონოკრონული ანტისხეულები შემოვიდა ქვეყანაში გერმანიის მთავრობის დონაციით და მედიკამენტები უკვე განაწილდა კლინიკებში. მათ აქვთ შესაძლებლობა პაციენტს შესაბამისი ჩვენებით შესთავაზონ ეს მედიკამენტი. მედიკამენტები, რაც კოვიდის სამკურნალოდ გამოიყენება უკვე არის და ამ მიმართულებით ვფიქრობთ მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება" - თქვა გაბუნიამ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)