|
2021-11-16 10:28:04, 553 ნახვა
საზოგადოება
„ფაზი“ – განავითარე გონება თამაშით
ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ პანდემიის დროს გაჩენილი მთავარი დეფიციტი ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ემოციები, ხალისი და ბედნიერებაა. შინ შეკეტილებს ყველაზე მეტად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობა მოგვენატრა და, შესაბამისად, ისეთი საქმიანობების გახსენება დავიწყეთ, რაც მანამდე მივიწყებული გვქონდა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბოლო 2 წელიწადში პანდემიამ მთელ მსოფლიოში ლამის კომპიუტერულ თამაშებზე პოპულარული გახადა. სწორედ ამ პანდემიის დროს გაჩნდა კომპანია „ფაზის“ შექმნის იდეაც, რომელიც გიორგი ბახუტაშვილმა და ალექსანდრე კინკრიაშვილმა თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით უმოკლეს დროში რეალობად აქციეს. „სხვა ბიზნესის ფარგლებში თიბისისთან ურთიერთობის 8 წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის ის ბენეფიტები, რასაც თიბისი გვთავაზობს, განსაკუთრებით პიარის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, იდეის რეალობად გადასაქცევად თიბისის მივმართეთ და მათი მხარდაჭერით შევიძინეთ პირველი პროდუქცია „ფაზისთვის“, რომლის სახელწოდებაც ფაზლიდან მომდინარეობს. სწორედ ფაზლები იყო იდეაში ჩვენი მთავარი პროდუქტი, რომელსაც შემდეგ სხვა სახეობებიც მიემატა“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი. „ფაზი“ გონების განმავითარებელი სათამაშოების - ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო-კონსტრუქტორების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა და დღეისათვის უკვე 500-მდე ასორტიმენტის პროდუქციას აერთიანებს. „ფაზის“ ძირითადი მომხმარებელი 18-დან 45 წლამდე ადამიანია, თუმცა მის ვებგვერდზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის სათავისო თამაშს, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, გართობის გარდა, "ტვინის ჭყლეტის" ფუნქციაც აქვს. მრავალნაირი ფაზლისა და ყველაზე გაყიდვად სამაგიდო თამაშების - კატანის (Catan), სპლენდორის (Cities of Splendor), დიქსითის (Dixit!) გვერდით, განსაკუთრებულად პოპულარულია ქართული კომპანიების მიერ შექმნილი თამაშებიც, როგორიცაა „გორგასალი“ და „არ მოსულა“. პროდუქციის ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის გარდა, „ფაზს“ სხვა ონლაინ მაღაზიებისგან მომხმარებელთან სწრაფი კომუნიკაცია და მიწოდების სწრაფი სერვისიც (3 სამუშაო დღემდე) გამოარჩევს. გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ ეს სამი ფაქტორი მათი კონცეფციის საფუძველია, რამაც მათ ერთი წლის თავზე 11 000 გამომწერი, მომხმარებლის ყოველდღიური პოზიტიური უკუკავშირი და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად დიდი მოტივაციაც მოუტანა. „თუკი რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქციის ყიდვა ქართველ მომხმარებელს მხოლოდ ამაზონზე შეეძლო, დღეს ჩვენს საიტზე www.puzz.ge შეუძლია, სადაც ასამდე სახეობის ფაზლია წარმოდგენილი. მომავალშიც გვინდა, ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანმა შეძლოს ჩვენთან თავისი გემოვნებისა თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, რომლებსაც სხვადასხვა მომწოდებლებისგან ვუყრით თავს როგორც ადგილობრივად ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.“ ერთი წლის თავზე მოპოვებული წარმატება „ფაზისთვის“ უკვე არის იმის დასტური, რომ ბიზნესმა გაამართლა. კიდევ ერთი წლის თავზე კომპანია, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, უკვე შოურუმის გახსნას გეგმავს. განსაკუთრებული სიახლე კი ფაზლების ქართველი მოყვარულებისთვის სულ მალე დაგეგმილი ახალი მომსახურება იქნება, რომლის ფარგლებშიც თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ნახატსა თუ სურათს „ფაზი“ უმოკლეს დროში ფაზლად აქცევს.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)