|
2021-11-12 10:54:33, 700 ნახვა
საზოგადოება
მულტიმედია ინსტალაციების გამოფენა „სიზმარი“ რიგით მესამე სერიას გამართავს
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 12, 13, 14 ნოემბერს, „სიზმარი“ რიგით მესამე მულტიმედია ინსტალაციების გამოფენას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექვსმა ხელოვანმა შექმნა. პროექტი ინდივიდის, სოციუმისა და ბუნების ჰარმონიას ეხება, შთაგონების მთავარი წყარო კი ოქროს კვეთის სპირალია. სპირალის თბილისის რუკაზე მორგებით, სხვადასხვა უბანში ექვსი საგამოფენო ადგილი შეირჩა. გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: ბუნება და სოციუმი. ბუნების გამოსახატად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები. „სიზმარში“ მოსული ადამიანები, ტექნოლოგიების დახმარებით, აცოცხლებენ ინსტალაციებს და ერთად ქმნიან პროექტის მეორე ნაწილს - სოციუმს. შედეგად, შემთხვევით, თუ დაგეგმილად ჩართულ ადამიანებთან ერთად, იქმნება სოციუმის და ბუნების ჰარმონიის მომენტი.
პროექტში მონაწილეობენ შემდეგი არტისტები: ლევან აბრამიშვილი, დოდო ჩხეიძე, გიორგი კობერიძე, მაჟა მარი, ლევან ქუთათელაძე, ლიზა რომანოვსკა.
„ყველა მოძრაობას აქვს ბოლო, თუმცა, ზოგჯერ ეს ბოლო დანიშნულების წერტილია, რომელიც გაჩვენებს მომენტს. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდი. მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდიხარ და როგორ. მთავარია, ყველა საჭირო ეპიზოდი გაიარო. მთელი გამოვლილი გზა, რომელიც ქაოტური ჩანდა, ლაგდება. იხსნება პერსპექტივა. თითოეული სურათი, რომელიც გზად შეგხვდა, თითოეული ხმა და სახე, ახლებურ მნიშვნელობას იძენს. ყველა მოვლენას თანმიმდევრულად უბრუნდები. გამოვლილი ადგილები და შემხვედრი ადამიანები ერთი მთლიანობის ნაწილი ხდებიან. ხვდები, რომ არათუ გზას მიყვებოდი, არამედ თავად ქმნიდი ამ მოვლენისთვის საჭირო ეფექტებს და ნიშნებს, რომლებიც გზის ბოლოს იყრიან თავს და უნიკალურ მომენტში სიზმარივით ცხადდებიან“, - ამგვარად განმარტავენ პროექტის მონაწილეები შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაციების გამოფენას.
პარტნიორები:
ინსტალაციების მისამართები იხილეთ ვებგვერდზე: www.sizmari.art.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)