|
2021-11-11 14:21:24, 582 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირი და FAO მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას ხილის ნერგების სერტიფიცირების სისტემის დანერგვას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წლიდან, კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სავალდებულო ხდება სარგავი მასალების სერტიფიცირება. ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირის EU4Business პროგრამის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) უშუალო ჩართულობით. 2024 წლისთვის, სავალდებულო ხდება ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა. დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)