20:36 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 15:07:14, 708 ნახვა

საზოგადოება
10 ნოემბერი მე-5 საარტილერიო ბრიგადის დღეა

10 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან არტილერისტებს წარმატებები უსურვა და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.

დღესვე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას.

მე-5 საარტილერიო ბრიგადას დიდი საბრძოლო ისტორია აქვს. ბრიგადამ თავისი არსებობის პერიოდში სახელი მრავალჯერ შეიცვალა. 2018 წლის ივნისში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგად პირველი საარტილერიო ბრიგადა აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადად ჩამოყალიბდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics