|
2021-11-08 14:59:57, 700 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვით მიესალმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვით მიესალმა. ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, China International Import Expo-ს ფარგლებში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საერთო კულტურულ ღირებულებებზე, აბრეშუმის გზის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსათვის მეღვინეობის მნიშვნელობას, როგორც მისი ისტორიის, აგროკულტურის და ეკონომიკის განუყრელ ნაწილს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის კულტურა არის უნიკალური, გააჩნია მსოფლიოში უძველესი ისტორია და გამორჩეულია როგორც ყურძნის უნიკალური ჯიშებით, ასევე ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური მეთოდით, რომელიც იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. მინისტრი ასევე შეეხო „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ და „ფენჯიუ ჯგუფის“ ერთობლივ სასაჩუქრე პროდუქტის წარდგენას და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებლად მოახდენს ხარისხიანი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და პოზიტიურად აისახება საქართველოს გეგმებზე, გააღრმავოს თანამშრომლობა და მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. სიტყვის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციას და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატას. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და დესპანი დავით პიპინაშვილი ესწრებოდნენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)