|
2021-11-08 14:07:51, 2437 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 1–ელი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება
საქართველოში 1–ელი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება, – აღნიშნულის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა "1–ელი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. განვმარტავ, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია კი იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ეს მოსაზრება. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში", – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთანავე, ღარიბაშვილმა ჩამოთვალა ის ობიექტები, სადაც ე.წ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეები შეძლებენ შესვლას. „ეს ობიექტებია კვების ობიექტები, ასევე გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, ასევე საკონცერტო დარბაზები და ა.შ. ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი ჩვენი ბრიფინგის დასრულებისთანავე გავრცელდება. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები", – განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)