|
2021-11-05 12:50:25, 594 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის The Banker-ისა და PWM- ს ჯილდო მიიღო
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალებმა - The Banker და PWM თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. „თიბისის“ პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ ეს პრესტიჟული ჯილდო 2014 წლიდან დღემდე უკვე მეექვსედ მიიღო. მსოფლიოში ავტორიტეტული პერსონალური საბანკო მომსახურების გლობალური ჯილდო, რომელსაც ცნობილი გამოცემები PWM და The Banker ყოველწლიურად ატარებენ, წარმოაჩენს უახლეს ტენდენციებს საბანკო სერვისებში, რომლებიც უკავშირდება მაღალშემოსავლიან მომხმარებლებს და დაგროვილი კაპიტალის მართვას. გამოცემების შეფასებით, „თიბისის“ პერსონალური საბანკო მომსახურება გამორჩეულია ბაზარზე კონკურენტებთან მიმართებაში. ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელმაც განაცხადი 120-ზე მეტი ბანკისგან მიიღო, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები მათი პასუხების შედარების შედეგად გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულის გამოვლენისას გაითვალისწინა ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა წარმატების ინდექსი, პორტფელის მართვა, აქტივების განაწილება, კომპანიის ეთიკურობა, ბიზნეს მოდელები, კომპლექსური სამართლებრივი შეფასება, თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი და ინოვაციურობა. ჟიურიმ შეფასებისას რაოდენობრივი მონაცემებიც გაითვლისწინა. “მოხარული ვართ, რომ თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან. ეს ჯილდო ჩვენი პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდის თავდაუზოგავი შრომის მორიგი აღიარებაა. ჩვენ გავაგრძელებთ , მომხმარებელზე მორგებული, საუკეთესო ხარისხის სერვისებისა და პროდუქტების ჩვენი მომხმარებლებისთვის მიწოდებას და მათთვის ცხოვრების გამარტივებას.“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. გავლენიანი ფინანსური გამოცემები The Banker და PWM ყოველწლიურად ავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)