|
2021-11-05 11:21:13, 438 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით სამიზნე ჯგუფთა დასაქმების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსს, ინდირა რობაქიძეს და კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ჩართულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების გაცნობა. პირთა ჩართვა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, შრომის ბაზარზე მათი გააქტიურება და დასაქმების ხელშეწყობა. ორმხრივი თანამშრომლობა ითვალისწინებს, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი/ძალადობა გამოვლილი პირების. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ინაურის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია შესაბამის ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები, მათი კონსულტირება და საჭიროებების გათვალისწინებით სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შეთავაზება, მათ შორის, საკვალიფიკაციო მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, ასევე საკვანძო კომპეტენციების ტრენინგებში ჩართვა. აღნიშნულ შეხვედრაზე, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, დაიგეგმა კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ჩართული პირების მიმართ სხვადასხვა სამომავლო აქტივობები. თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა ინდირა რობაქიძემ, მზაობა გამოხატა კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. ვინაიდან, მისი განმარტებით, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა. ის აქტიურად დაუჭერს მხარს, დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებას. საინფორმაციო შეხვედრები, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და აღნიშნულ მომსახურებაში ჩართვის შესაძლებლობებზე.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)