|
2021-11-03 14:25:10, 561 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იმსჯელეს, რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება
კლინიკური ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა და კიდევ ერთხელ, იყო მსჯელობა იმაზე რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონული ანტისხეულების გამოყენება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი პრეპარატების ორი ჯგუფი არსებობს ამჟამად საქართველოში, რომლებიც გამოიყეება მძმე და ნაკლებად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. როგორც გაბუნია აღნიშნას, ეს პრეპარატები უკვე აღიარა აშშ-ს "საკვებისა და მედიკამენტების ორგანიზაციამ". "დღეს შედგა კლინიკური ჯგუფის ექპერტების შეკრება, მოგეხსენებათ. კლინიკური სურათი კვლავაც უკიდურესად რთულია. დღეს 6000-ზე მეტი ახალი შმეთხვევა დაფიქსირდა და გარდაცვალების მაჩვენებელი 40-ს აღემატება უკვე რამდენიმე დღეა . ამ პირობებში კლინიკური ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა და კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა იმაზე რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონული ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ , აღნიშნული ანტისხეულები მივიღეთ ასევე ამერიკიდანაც, ეთილილის მონოკლონული ანტისხეულები, ამიტომ ჩვენ მზად ვართ მათი გამოყენება დავიწყოთ. ორი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი არის ხელმისაწვდომი დღეს ქვეყანაში ერთი ეს გახლავთ „როშეს“ წარმოების „კასირივიმაბი“ და „ინდევიმაბი“, რომელიც გამოიყენება ჰოსპიტალიზირებული პაციენტისთვის. კლინიკები, რომლებიც ჩართული კოვიდის მართვაში მიიღებენ აღნიშნულ პრეპარატს. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია ძირითადად, ის პაციენტები, ვისაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო დიდი რისკი მაგალითად 65 წლეს ზემოთ პირები , რომლებსაც აქვთ თანმხლები დავაადებები:შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და ასევე საყურადღებოა მათი კლინიკური მდოგმარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში . ასევე მეორე ჯგუფია მონოკლონების, რომელიც არის "ბავლანიმიაბი" და "რეტესივიმაბი" ეს ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, დავაადების განვითარების ადრეულ ეტაპზე ძირითდად ეს იქნება პაციენტი, რომელსაც შესალძოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ სასტუმროში ან ბინაზე მყოფი პაციენტი, ოჯახის ექიმები გააკეთებენ მათ იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო მაღალი აქვთ დამძიმების რისკი.ორივე ეს პრეპარატი აღაირებულია "ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ორგანიზაციის" მიერ და მისი გამოყენება დაიწყო გერმანიამ, ბრიტანეთმა და ამერიკამ."- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)