|
2021-11-03 10:39:49, 333 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ, მიმდინარე წელს, 3,000 ტონა ყურძენი გადამუშავდა
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო; პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას; მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით გაცემული თანადაფინანსება 12,4 მლნ ლარს აჭარბებს”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ლევან ლილუაშვილთან ერთად, „მეღვინეობა ბახტრიონის“ კოოპერაციულ საწარმოში იმყოფებოდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მეღვინეობა ბახტრიონი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. „მეღვინეობა ბახტრიონი“ 20 მეპაიეს აერთიანებს; კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 21 ჰექტარი ვენახია. ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 1 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერაციული საწარმოში, წელს პირველად, 100 ტონა ყურძენი გადამუშავდა. როგორც ილია თამარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ, მიმდინარე წელს, 3,000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)