|
2021-11-01 20:02:12, 606 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ბათილი ბიულეტენების სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილი ბიულეტენების მონაცემები დაამუშავა როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური სააჩევნო კომისია ავრცელებს. მათი თქმით, კომისიის მიერ განხორციელებული ანალიზის შედეგად დგინდება და იკვეთება, რომ არჩევნების მეორე ტურზეც, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში. „მაგალითად 70 048 ამომრჩეველი იყო მისული არჩევნებზე ქუთაისში და ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში არის სულ რაღაც 3.42 პროცენტი. ბათუმის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 77 034 მოქალაქემ, ხოლო ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 2.69 პროცენტია. ასევე მნიშვნელოვანია წლევანდელი არჩევნების ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ზოგადად გასულ წლებში ორგანიზებულ არჩევნებთან მიმართებაშიც. მაგალითად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში ბათილი იყო 32 191 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა კი - 790 528. უკვე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჯამში დაფიქსირდა 32 718, რაც პროცენტულად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთან (869 959) მიმართებაში 3.76%-ია. 2021 წლის არჩევნების პირველ ტურზე მხოლოდ 3.42% ფიქსირდება ბათილი ბიულეტენების (არჩევნებში მონაწილე - 1 043 994); რაც შეეხება მეორე ტურს, წინასწარი მონაცემების მიხედვით დაფიქსირდა ბათილი ბიულეტენების 2.96% (30 095 ბიულეტენი, არჩევნებში მონაწილე - 1 015 494). გასულ წლებთან მიმართებაში გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით იკვეთება, რომ 2021 წლის არჩევნების როგორც პირველ ისე მეორე ტურზე ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები ცალსახად შემცირებულია, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)