|
2021-11-01 13:29:23, 396 ნახვა
საზოგადოება
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ იწყება
საქართველოს თავდაცვის ძალები უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის „დიდგორი 2021“ ემზადება. – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2021“-ის შესახებ ბრიფინგი სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა წარუდგინა. მან სწავლების სცენარზე, მიზნებზე, ამოცანებსა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბურია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. საშტაბო კომპონენტი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში განთავსდება. საშტაბო ნაწილის გარდა, „დიდგორი 2021“ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებსაც მოიცავს. უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება და 8 - 12 ნოემბერს ჩატარდება. სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლებაში სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)