|
2021-11-01 12:21:01, 464 ნახვა
საზოგადოება
„ბაზისბანკმა“ სრულად აღადგინა პანდემიამდე არსებული კაპიტალის მოთხოვნები!
2020 წლის დასაწყისში, COVID-19-ის გავრცელების შედეგად გაზრდილი საკრედიტო რისკების სამართავად და პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური ეფექტების შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო გეგმის ფარგლებში, კომერციულ ბანკებს კაპიტალის ბუფერების გამოყენების უფლება მისცა. მოთხოვნის შემსუბუქება კომერციულ ბანკებზე ფინანსური სტრესით გამოწვეული ზარალების განეიტრალებასა და საზედამხედველო ტვირთის შემცირებას ემსახურებოდა, რამაც საშუალება მისცა ბანკებს, შეუფერხებლად გაეგრძელებინათ ეკონომიკის დაკრედიტება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეღავათების ეტაპობრივი აღდგენა 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ბაზისბანკმა ოქტომბერში მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ვადაზე ადრე თქვა უარი მინიჭებულ შეღავათებზე. „ჩვენთვის საამაყოა, რომ ბაზისბანკის საკრედიტო პორტფელის ხარისხი და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი შესაძლებლობას გვაძლევს, უკვე 2021 წლის 31 ოქტომბრიდან ვთქვათ უარი, კომერციული ბანკებისათვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობაზე. პანდემია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც ბბ ჰოლდინგი წარმატებით უმკლავდება. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი სერვისები და პროდუქტები მაქსიმალურად მივუსადაგოთ სწორედ კლიენტთა მოთხოვნებსა და საჭიროებებს; ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 28 წელია განუხრელად მიყვება სტაბილური განვითარების გზას“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 9 თვის შედეგებით, ბაზისბანკი აქტივების მოცულობით მე 6 ადგილს იკავებს, მოგებით - მე 5, ხოლო სააქციო კაპიტალით – მე 4 ადგილზეა. რაც შეეხება კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელს, ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 19,09 % შეადგენს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)