|
2021-11-01 10:41:35, 493 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი არის 63-ით 1, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც შედეგებს არ ცნობს, არის აბსოლუტურად ზედმეტი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შეფასებით, არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის მარცხის მიზეზი არის ის "მორალური ტერორი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ 2012 წლიდან, უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ახორციელებს საზოგადოებაზე"
რატი ბრეგაძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ნება და მკაფიოდ თქვა სათქმელი. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.
"ჩვენ გუშინ ვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი და ეს არის 63-ით 1 „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ეს არის ძალიან მკაფიო შედეგი... შესაბამისად, ახლა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ამ შედეგს ცნობს, ვიღაც არ ცნობს, არის აბსოლუტურად ზედმეტი. მოსახლეობამ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ", – განაცხადა მინისტრმა. რატი ბრეგაძის შეფასებით, ოპონენტების მარცხის მიზეზი ის ძალადობა, მორალური ტერორია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებს საქართველოს მოქალაქეებზე. „რა იყო ამ მარცხის მიზეზი? – ის მორალური ტერორი, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, არამედ 2012 წლიდან, უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, ახორციელებს საზოგადოებაზე როგორც უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან, ისე მათი ტელევიზიების მეშვეობით, როდესაც ისინი პირდაპირ ძალადობენ მოსახლეობაზე", – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. ოპონენტების მარცხის კიდევ ერთი მიზეზი, რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებაა ეკლესიასთან, იმ ინსტიტუციასთან, რომლის როლი საქართველოს ისტორიაში აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით. „ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ პოლიტიკურ ძალას ეკლესიის მიმართ. როგორ შეურაცხყოფას აყენებს იმ ინსტიტუტს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტუციით და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში", – განაცხადა მინისტრმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)