|
2021-10-29 18:00:47, 710 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ნატახტარის აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა, A22 LS ტიპის ორადგილიანი საწვრთნელი საჰაერო ხომალდით, პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერი გიორგი გოდუაძე განმარტავს, მსგავსი ტიპის ფრენები საშუალებას მისცემს სტუდენტებს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის გამოცდილება მიიღონ და თეორული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ. ,,დღეს, პირველად მოვემსახურეთ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებულ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას. ქუთაისის აეროპორტი მუდმივად მზად არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოემსახუროს მსგავს ფრენებს. საერთაშორისო დონეზე, საწვრთნელი ფრენა ჩვენს აეროპორტში პერმანენტულად ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის აეროპორტის პრაქტიკაში დღეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ადგილობრივ დონეზე, საქართველოს საავიაციო სტუდენტების მიერ შესრულებული მსგავსი სახის საწვრთნელი-საცდელი ფრენა მივიღეთ,-‘’განაცხადა ქუთაისის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერმა გიორგი გოდუაძემ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა მანამდე საცდელი-საწვრთნელი ფრენა ამბროლაურის აეროპორტში განახორციელეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)