|
2021-10-29 15:52:00, 786 ნახვა
საზოგადოება
აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 1000 ბენეფიციარით იზრდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2022 წელს მილიონი ლარით იზრდება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ხოლო მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. - ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „რაც შეეხება საკუთრივ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს, იცით რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ტყვიის შემცველობის პროგრამა ზოგადად ბათუმში და მთლიანად აჭარაში, რომლითაც სამწუხაროდ ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ ამ მიმართულებით მომავალ წელს იზრდება ორსულ ქალბატონებში ტყვიის შემცველობისთვის განსაზღვრული საჭირო კვლევების დაფინანსება. მილიონ ლარამდე იზრდება შშმ პირთა და ხანდაზმულთა დაფინანსება. 1000 ბენეფიციარით იზრდება ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა. ეს ეხება როგორც აუტიზმის დიაგნოზით, ასევე ადრეული განვითარების პრობლემებით მყოფ ბავშვებს ჩვენს რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ საზღვარგარეთ მკურნალობა და წელს პირველად დაფინანსდა და გაგრძელდება საზღვარგარეთ გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)