13:13 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 12:26:37, 818 ნახვა

საზოგადოება
„არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, „არმიჰოლში“ საერთაშორისო კონფერენია - „ეროვნული გვარდიის როლი მდგრადობისა და წინააღმდეგობის ორგანიზების საკითხებში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კუთხით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის უფროსმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში, ტექნოლოგიური რევოლუციებისა და გამოწვევების ეპოქაში, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მდგრადობისა და წინააღმდეგობის უნარის შენარჩუნება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ამ მიმართულებით ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა და ყურადღება აქტიურ რეზერვზე. გაწვევის სისტემაზე, გვარდიის ამოცანებზე გაამახვილა.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული გვარდიის გარდა, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, უკრაინის, პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული გვარდიის განვითარების კუთხით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში პირველად გაიმართა და  მიზნად ეროვნული გვარდიის მდგრადობისა და წინააღმდეგობის კუთხით აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics