|
2021-10-27 10:35:35, 650 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
26-27 ოქტომბერს, შვეიცარიაში ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიური კონგრესი და გენერალური ასამბლეა იმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ჟენევაში მიმდინარე 31-ე ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს. ,,COVID 19 პანდემიის დროს ყველაზე მეტად ავიაციის სფერო დაზარალდა. 2020 წელს პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ბიზნესები, აეროპორტებიც ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. 2019 წლის შემდეგ ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა, სადაც ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელი პირები შევიკრიბეთ. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ასევე აეროპორტების საქმიანობისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. 2 დღიანი ღონისძიების დასასრულს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია,რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც 5 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)