|
2021-10-26 20:57:49, 1071 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ჯიშკარიანი ნიკა გვარამიას - ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, გაცემული იქნება რეკომენდაციები
ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შეფასდება საერთაშორისო სტანდარტებით უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაცემული იქნება რეკომენდაციები და თვლას მივადევნებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანემა მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. იგი ნიკა გვარამიას შეთავაზებას გამოეხმაურა. როგორც ჯიშკარიანმა განმარტა სააკაშვილს ეუბნებიან უარს სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, მულტიპროფილურ კლინიკაში, რისი რეკომენდაციაც გასცა კონსილიუმმა, მისი თქმით, ამ უარით იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რაც მიუთითებს არასათანოდო მოპყრობაზე. "ვეცდებით, ჩავატაროთ ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც შეფასდება საერთაშორისო სტანდარტებით უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაცემული იქნება რეკომენდაციები და თვლას მივადევნებთ ამ რეკომენდაციების შესრულებას. რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ხელისუფლების სიჯიუტეს ეს არ არის ადეკვატური ქმედება, როდესაც ადამიანი სიცოცხლეზეა საუბარი, მაგრამ ვეცდებით, დაირღვეს ეს წრე. ჩვენ დავდებთ დასკვნას და შემდგომში ეს იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი გადაუდებელი ზომის 39-ე წესის გამოყენებით მიმართავს ადვოკატები ევროპულ სასამართლოს. ის, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეუბნებიან უარს სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, მულტიპროფილურ კლინიკაში, რისი რეკომენდაციაც გასცა კონსილიუმმა, რომელიც თავად შექმნეს, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, რაც მიუთითებს არასათანოდო მოპყრობაზე. მითუმეტეს ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროს არანაირი ალტერნატიული დოკუმენტი არ უჭირავს, რომელიც ამბობს, რომ ციხის საავადმყოფს აქვს რესურსი, მართოს ამდაგვარი პაციენტი.",-განაცხადა ჯიშკარიანმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)