12:12 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 17:52:32, 621 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე გუნცაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დროებითი, ალტერნატიული მმართველის რანგში დაესწრო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წევრი ქვეყნების მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, რიგით მეექვსე შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში 26 ოქტომბერს გაიხსნა და 28 ოქტომბერს დასრულდება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას შეჯამდეს ბანკის წლიური მუშაობა, ასევე, მოხდეს AIIB-ის სტრატეგიული მიმართულებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წევრი ქვეყნებისთვის. 
ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა შეხვედრები და დისკუსიები AIIB წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგატებს შორის, ასევე, პარტნიორებს, ბიზნეს ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებსა და ექსპერტებს შორის სხვადასხვა სფეროდან.

მათივე ინფორმაციით, წლევანდელი შეხვედრის თემაა: „Investing Today, Transforming Tomorrow". დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ, აზიარებენ იდეებს და ქმნიან შესაძლებლობებს AIIB-ის მისიის შესაბამისად, დაფინანსდეს ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები.

საქართველო არის AIIB-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა. აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა მოიზიდოს დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics