|
2021-10-26 17:12:12, 665 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძე განცხადებას ეხმააურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს " შემოსავლების სამსახური ეხამურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე, თითქოს - „ლევან კაკავა - შემოსავლების სამსახურის უფროსი, პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდა კრიმინალურ ავტორიტეტებს,“ რაც არის სრული სიცრუე, მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელი 7-10 ოქტომბერს იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ იზმირში და ესწრებოდა სამმხრივ შეხვედრას. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო ალბომი განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ასევე აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის ვებგვერდზე და აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერნეტ სააგენტოებში."-ნათქვამია განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)