|
2021-10-26 15:49:10, 471 ნახვა
საზოგადოება
„დაძმობილების” პროექტი საქართველოს რკინიგზას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებს
„საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ - ღონისძიება ამ სახელწოდებით დღეს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები დაესწრნენ. რკინიგზის გენერალური დირექტორი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. „დიდი ისტორიის მქონე საქართველოს რკინიგზა, დაარსების დღიდან, კერძოდ 1872 წლიდან ისწრაფვის სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების გაუმჯობესებისკენ. დაძმობილების პროექტი კი დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით“. - განაცხადა დავით ფერაძემ. აღნიშნული პროექტი, 2021 წლის მარტში დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)