|
2021-10-26 13:15:47, 1201 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე „ნაცმოძრაობას“ მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას და საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. "ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. მისი მოთხოვნის შესაბამისად, სამოქალაქო საავადმყოფოში. 39-ე მუხლით დადგენილი დროებითი პროცედურით, სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ იხილავს საქმეებს, როდესაც საქმე ეხება მხარის ჯანმრთელობას, სიცოცხლის და გადარჩენის საკითხებს. ეს ღონისძიება ემსახურება იმას, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში", - განაცხადა ანა დოლიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)