03:45 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 21:09:46, 1011 ნახვა

საზოგადოება
ზედოზირების შემთხვევაში ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკანის ურეცეპტოდ გაცემის რეკომენდაცია გასცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს რეკომენდაცია პრეპარატ „ნარკანის“ ხელმისაწვდომობის შესახებ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები.

კომიტეტში შექმნილი ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლებთან შედგა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და დარგის სპეციალისტებთან ერთად პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხზე იმსჯელეს.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები, ამ დროს საჭირო მოხმარების პრეპარატი ე. წ. „ნარკანი“ ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკები საერთოდ არ მოვიხმაროთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics