|
2021-10-25 21:09:39, 625 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი მოიხსნა
იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად, წინასწარი ჯავშანი დღეიდან, 25 ოქტომბრიდან მოიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს მათივე ცნობით, ჯავშნის მოხსნა იუსტიციის სახლების მიერ გასაცემი სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდას უკავშირდება. "ასევე, მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფო მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნის მატებას, რის გამოც წინაწარი დაჯავშის პირობებში, იუსტიციის სახლში ვიზიტის განსახორციელებლად, სულ მცირე, 1-კვირიანი მოლოდინი იყო საჭირო. რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს. ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია", - ნათქვამია განცხადებაში. რიგის მართვა ხორციელდება კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი. იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადის გატარებას მაქსიმალურად მოკლე დროში ახორციელებს", — ნათქვამია განცხადებაში. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ჯავშნის მოხსნის პირველივე დღეს, 12:30 საათისთვის, იუსტიციის სახლი 2 600-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, რაც წინაწარი ჯავშნის პირობებში, მხოლოდ დღის 16:00 საათისთვის ხერხდებოდა. ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ ყველა იუსტიციის სახლის შიდა სივრცე აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატურით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და დაცულია ყველა შესაბამისი რეგულაცია.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)