03:45 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 20:13:21, 604 ნახვა

საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენ გვყავს 13 ათასი სტუდენტი და ვალდებული ვართ, ამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა შევქნათ

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.- ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მორიგი შეხვედრა მერობის კანდიდატმა დღეს ახალგაზრდობის პირველ შესახვევში გამართა და ადგილობრივებთან საუბრისას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბა.

"ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. დროს უნდა ვაჯობოთ, რადგან ვაქცინაცია ნიშნავს ფატალური შემთხვევების შემცირებას, საკუთარი თავის და სხვების  მოფრთხილებას, ასევე ჩვენთვის მოცემულ მეტ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ერთმანეთთან ცოცხალ კომუნიკაციას და ახალი პროექტების რეალურ განხორციელებას უფრო ეფექტურად, სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ამასთან, მერობის კანდიდატმა ქუთაისის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და ქალაქის როგორც განათლების ცენტრის მნიშვნელობა აღნიშნა.

"საქართველოს ეროვნული იდეა არის განათლება და განათლების ცენტრი - ქუთაისის ხვალინდელი დღეა. სამი უნივერსიტეტის ბაზაზე ჩვენ გვყავს 13 ათასი სტუდენტი და ვალდებული ვართ, ამ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა შევქნათ, სადაც შესაძლებელი იქნება გართობის და შემოქმედებითი რესურსების, კლუბური ცხოვრების ხელმისაწვდომობა, რაც მიმზიდველს გახდის ჩვენს ქალაქს სხვა, არა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვისაც", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე თქმით, 13 ათასი სტუდენტი ქუთაისის 13 ათასი პერსპექტივაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics