02:34 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 14:53:32, 498 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი,  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ბესარიონ სიმონიშვილი დასახლებებში არსებულ საჭიროებებს  ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზები დევნილებთან ერთად განიხილა.

ახალსოფელში მცხოვრები დევნილების მთავარ პრობლემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონება წარმოადგენდა.  სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ.

შეხვედრებზე  ასევე  ისაუბრეს სააგენტოს პროგრამების შესახებ, რომლებიც დევნილების დასაქმების, თვითდასაქმების,  სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics