|
2021-10-25 13:28:39, 486 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - კონსილიუმის დასკვნაში საუბარია მრავალპროფილურ კლინიკაზე, მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კონსილიუმის ბოლო დასკვნაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საუბარია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე მულტიპროფილურ კლინიკაში, რაც არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას. „ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ნათქვამია, რომ თუკი საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და ოპონენტები... მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას... ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა სამინისტროს განცხადებებსა და მედიკოსების კონსილიუმის რეკომენდაციებს შორის არ არსებობს და ყველა მსგავსი განცხადება სპეკულაციაა. რაც შეეხება №18 სამედიცინო დაწესებულებას, ის მზად არის პაციენტის მისაღებად და, სპეციალისტების შეფასებით, სრულად აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. შესაბამისად, საჭირობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მოხდება. იუსტიციის მინისტრმა კონსილიუმის პირველ რეკომენდაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულადაა შესრულებული. „რეკომენდაციები, რომლებიც მათ გასცეს პირველად, არის შესრულებული", – განაცხადა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ, რამდენადაც რეკომენდაცია ეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამ დეტალებზე არ ისაუბრებს. მინისტრმა კიდევ ერთელ გადაუხადა მადლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში ჩართულ მედიკოსებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)