|
2021-10-25 12:51:06, 461 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ბერბუკში მდებარე თაფლის გადამმუშავებელი საწარმო თაფლის კვლევებისათვის საჭირო პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის, 87 250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად გადასცა. „სოფლის განვითარების სააგენტო იაპონიის თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მათ, ამჯერად, მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს, გადმოგვეცა თანამედროვე აპარატურა, რაც თაფლის გადამმუშავებელ კოოპერაციულ საწარმოში პროცესის სრულყოფილად წარმართვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. უწყების ცნობით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივი წარმომადგენელის, იუკიჰო ეჯირის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს თაფლის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოსათვის გადაცემული ტექნიკა ხელს შეუწყობს მეორე დონის კოოპერატივის განვითარებას. „ვაგრძელებთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობას, იგეგმება ექსპერტების ვიზიტები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით ხელი შევუწყოთ სააგენტოს საქმიანობას”, - აღნიშნა იუკიჰო ეჯირიმ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება. თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის შესით შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში 30% თანადაფინანსებით გადაეცემა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)