01:23 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 12:02:33, 499 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა საქართველოში მიგრაციისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას.

მხარეებმა არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics