|
2021-10-22 10:40:48, 544 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ჟენევაში UNECE-ის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის სესიას თავმჯდომარეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,ლევან დავითაშვილი ჟენევაში UNECE-ის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის სესიას თავმჯდომარეობდა. უწყების ცნობით, სესიაზე მხარეებმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორჰუსის კონვენციის ძირითადი დოკუმენტი - „ჟენევის დეკლარაცია გარემოსდაცვითი დემოკრატიის შესახებ მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური განვითარებისათვის” მიიღეს. „ჩემთვის პატივია, რომ საქართველოს სახელით ვმონაწილეობ ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრაში. გარემოსდაცვითი საკითხების განხილვასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, აღვნიშნოთ ორჰუსის კონვენციის ძალაში შესვლის 20 წლის იუბილე. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული აქტივობებით მივაღწიეთ პროგრესს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გარემოსდაცვითი დემოკრატიის განმტკიცება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ორჰუსის ოჯახი გაფართოვდეს და გახდეს უფრო ძლიერი”, - განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევის დეკლარაცია წარმოადგენს პოლიტიკაზე ორიენტირებულ დოკუმენტს, რომლის ძირითადი გზავნილები ეხება ორჰუსის კონვენციისა და მისი ოქმის როლს მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში. ერთობლივი მაღალი დონის სეგმენტში ორჰუსის კონვენციისა და მისი ოქმის მხარე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, მინისტრები და სახელმწიფო მდივნები, ასევე, სხვადასხვა დელეგაციის, საერთაშორისო, რეგიონული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სესიაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ალექსანდრე მაისურაძე. ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას მეორე ვადით თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც, ამავდროულად, ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის 7 წლიანი ციკლი დასრულდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს გაეროს ფარგლებში პირველი ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას; ეს არის სწრაფი რეაგირების მექანიზმი, ე.წ., მომხსენებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული პირების მიერ ორჰუსის კონვენციაში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფ რეაგირებაზე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)