|
2021-10-21 16:44:00, 620 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო
ვარკეთილის ხევში საქალაქო პარკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.- ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, პარკი ოთხ ჰექტარზე ეწყობა. „ამ ტერიტორიაზე იყო გაუსაძლისი მდგომარეობა - არანაირი ინფრასტრუქტურა, ტალახი, წვიმიან ამინდში უბრალოდ გადაადგილება იყო შეუძლებელი. პროექტის განხორციელებით, ძალიან კარგი პარკი გამოდის. კვარტლებს ექნებათ ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა და ეს მწვანე სივრცე აქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. ძალიან მჭიდროდ დასახლებული უბანია, ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მსგავსი სივრცის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაფერია გათვალისწინებული - პანდუსები, თავისი გადმოსახედებით, განათებისა და სარწყავი სისტემების მოწესრიგება, ხე-მცენარეების განთავსება. სამუშაოები დეკემბრისთვის დასრულდება. მინდა, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რადგან არსებობდა კონკრეტული ტერიტორიები, შემოღობილი ჰქონდათ, შეიძლება უკანონოდ, მაგრამ წლების განმავლობაში იყენებდნენ. აღნიშნული ტერიტორიები ყველამ დათმო ამ სიკეთისთვის, რათა მწვანე სივრცე ყველამ გაინაწილოს და გამოიყენონ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა თბილისის მერმა. ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო პანდუსის, ამფითეატრის, სკეიტპარკის, ტრიბუნების, ფანჩატურების, შადრევნის, ველობილიკის, საფეხმავლო ბილიკების და კიბეების, სარწყავი სისტემის, სანიაღვრე სისტემის, განათების ქსელის, საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები. „ამ ეტაპზე, დასრულებულია ქვეითთა ხიდის, გადმოსახედისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა. მიმდინარე სამუშაოების გარდა, დაგეგმილია მოსასვენებელი სივრცეების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნების, ატრაქციონების, სპორტული მოედნების, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცის მოწყობა. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები. პროექტი ინკლუზიურია და გათვლილია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.“- ნათქვამია განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)