|
2021-10-21 10:51:42, 670 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“, EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება
„თიბისი“, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები - საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში - „Preview Offering Program" ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა. პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან - Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები, რაც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს ტრადიციული საკრედიტო ხაზებით სარგებლობის გარეშე. NBG და თიბისი, პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას იღებენ კომერციული საბანკო ოპერაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იურიდიული, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებით იმისთვის, რომ მომავალში ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გაჩენას თავად შეუწყონ ხელი როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. არსებულ რეალობაში, ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკის აღდგენისა და ციფრული გადაწყვეტების განვითარებისათვის. „EBRD-ის მიზანია პარტნიორ რეგიონებში მხარი დაუჭიროს ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, ბანკებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ ინოვაციური პროდუქტები და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერა, ასევე ხელი უნდა შეუწყონ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას საკუთარ ქვეყნებში", - ფრანსის მალიჟი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი. „თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ციფრული სერვისებით ჩვენი პარტნიორების ცხოვრებისა და ბიზნესპროცესების გამარტივება, თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ვამაყობთ, რომ EBRD-ისთან პარტნიორობის ფარგლებში, ბლოკჩეინის პლატფორმის ტესტირებაში ვმონაწილეობთ. თიბისისთვის, როგორც ვაჭრობის დაფინანსების სფეროში ლიდერი ბანკისთვის, მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება და მსოფლიოს ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ჩვენი პარტნიორების წარმატებულ საქმიანობასა და საქართველოს ბაზარზე თიბისის #1 პოზიციის განმტკიცებას განაპირობებს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. we.trade-ის პროგრამა „Preview Offering Program", მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ბანკებსა და მათ პარტნიორებს საშუალებას აძლევს we.trade-ის წევრ ბანკებთან ერთად სატესტო ტრანზაქციებში მიიღონ მონაწილეობა. 6-12 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია პროგრამის მორგება ბანკებზე, რომლები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)